Saturday, 14 October 2017

მეცხრე დღე

მოდულის მეცხრე დრეს მოვუსმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციებსა და გეგმებს, მოვახდინეთ უკუკავშირი. ვფიქრობ შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და ქალბატონ მაია ბაზღაძეს.

Sunday, 8 October 2017

მერვე დღე

დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა.   პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. გავაკეთეთ ურთიერთშეფასება.
წიგნი- ცოდნის წყარო და ბუნების კარი

Sunday, 1 October 2017

მეექვსე დღე

დღეს ვიყავით მოსწავლის როლში,შევქმენით კონკრეტული ჯგუფის ელ. გაზეთი.  საავტორო უფლებების საქაღალდეში შევინახეთ გამოყენებული ლინკები.
ერთმანეთის შეფასების მიზნით გამოვიყენეთ მეთოდი  დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე.

Saturday, 30 September 2017

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გეგმაში გადავხედეთ  შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოს,  შევიტანეთ შესწორებები,  გარკვეული მითითებები მივიღეთ პრეზენტაციის შესახებ.

Wednesday, 13 September 2017

მეოთხე დღე

დღევანდელი მოდულის თემა იყო პროექტის მსვლელობის ეტაპები. განვიხილეთ
პროექტის დასაწყისში, მსვლელობასა და დასასრულს განსახორციელებელი აქტივობები და შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები .  დავაკონკრეტეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად.

მეოთხე დღე

Thursday, 7 September 2017

მეორე დღე

დღევანდელი მოდულის თემა იყო ბუკლეტის შექმნა. განვიხილეთ  სხვადასხვა სახის ბუკლეტები, ვისწავლეთ  ბუკლეტზე   ინფორმაციის განაწილება.
განვიხილეთ ბუკლეტის როლი პროეტქტის განხორციელებისას.
შევქმენით ბლოკი სადაც განვანთავსებთ საჭირო მასალას.